სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში, აფეთქების შედეგად დაზარალებულებს ქალაქის მერია დაეხმარება

ბათუმის მერია, გუშინ ლერმონტოვის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების დროს დაზარალებულ ყველა პირს დახმარებას აღმოუჩენს. ამის შესახებ ბათუმის მერმა, რობერტ ჩხაიძემ განაცხადა.

"ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით ყველა დაზარალებულს, ასეთი შემთხვევებისათვის ბათუმის მერიის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებულია“,- განაცხადა ბათუმის მერმა.

შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინციდენტის შედეგად სულ 150 ოჯახი დაზარალდა. დათვლილია საერთო ზარალი და ბათუმის მერიის მიერ შემუშავებულია კონკრეტული დახმარების პროგრამა. გუშინდელი დღიდანვე დაიწყო შენობების აღდგენის პროცესი, რომელიც, პრეზიდენტის მითითების თანახმად, 10 დღეში უნდა დასრულდეს.

ამ დროისთვის ბათუმის საავადმყოფოში რჩება ოთხი ადამიანი, მათგან ერთი - არასრულწლოვანია. არცერთი დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საავადმყოფოში მყოფი პირები გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მოინახულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100