სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედა, რომელიც საკუთარი შვილის მკვლელს გადაეხვია და ყველაფერი მიუტევა

დედა, რომელიც საკუთარი შვილის მკვლელს ჩაეხუტა და უთხრა: „ნუ გეშინია, შენ შეძლებ ამ ყოველივეს გაუძლო!“

მენდი ბრაოუნი გახლდათ ის დედა, რომელმაც მაიკლ იორკისთვის შვილის სიკვდილის მიტევება შეძლო. იორკი არის ადამიანი რომელიც ალკოჰოლდამოკიდებული გახლდათ და რომელმაც არაფხიზელ მდგომარეობაში მაინც გადაწყვიტა საჭესთან დაჯდომა. შედეგად კი ავარიის გამომწვევი მიზეზი გახდა და მისი მგზავრები, მეთიუ ბრაუნი და სამუელ ტურნერი დაიღუპნენ.

აღსანიშნავია, რომ იორკი და მისი მგზავრები კარგი მეგობრები გახლდნენ. ბიჭები ღამის კლუბს ეწვივნენ, სადაც თორმეტსაათიანი გართობის შემდეგ შინ დაბრუნება გადაწყვიტეს. იორკი საჭესთან დაჯდა, შედეგი კი სავალალო აღმოჩნდა.

„მე არ ვადანაშაულებ მაიკლს. მე მას გადავეხვიე და ვუთხარი, რომ არ იდარდოს. უბრალოდ ოთხი მეგობარი გასართობად წავიდა. ისინი შეცდნენ, მაიკლი არ უნდა დამჯდარიყო საჭესთან, ჩემი შვილი და მისი მეგობრები კი არ უნდა ჩამსხდარიყვნენ იმ ავტომობილში. მე ამ თემაზე საუბარი აღარ შემიძლია, მაგრამ მე მაიკის არ ვადანაშაულებ და არ მსურს ვინმე იყოს მასზე გაბრაზებული. ამ ტრაგედიის შემდეგ მან მომიბოდიშა, მე კარგად ვიცი რას გრძნობს და როგორ უჭირს მას“, - ამბობს მენდი.

მეოთხე მგზავრი, უილიამ ტურნერი, სემუელის ძმა ავტოკატასტროფის შემდეგ გადარჩა.

შედეგად კი სასამართლო პროცესზე მოსამართლემ აღნიშნა: „ეს ავტოკატასტროფა არ უნდა მომხდარიყო. ეს ტრაგედია არ უნდა დატრიალებულიყო. თქვენ ვერასდროს ვეღარ დაჯდებით საჭესთან“.

სასამართლომ მაიკლ იორკს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და სამუდამოდ ჩამოერთვა მართვის მოწმობა.

მომზადებულია გამომცემლობა dailymail-ზე დაყრდნობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100