სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თანამედროვე მსოფლიოში 40 წლის ქალს 6 წელი დიეტაზე აქვს გატარებული

დიეტა თანამედროვე ქალის ცხოვრების განუყრელი ნაწილია, სწორედ ამიტომ, კომპანია Forza Supplements-მა ევროპაში საინტერესო კვლევა ჩაატარა.

კვლევის შედეგების მიხედვით 18-30 წლამდე ასაკის ქალბატონები თავისი ცხოვრების 168 კვირის განმავლობაში დიეტაზე ზიან. 40 წლის ასაკისთვის კი ეს მაჩვენებელი 308 კვირამდე ადის, რაც ჯამში 6 წელიწადზე უფრო ხანგრძლივი პერიოდია.

ყველაზე ხშირად ქალბატონები დიეტებს 33 წლის ასაკში მიმართავენ, რადგან ამ დროს ორსულობის დროს აკრეფილი ზედმეტი კილოგრამები აქტიურდება პრობლემის სახით.

რაც შეეხება მიზეზს, კვლევის შედეგად გაირკვა, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები დიეტას ყველაზე ხშირად იწყებენ იმიტომ, რომ მათი და ან დაქალი უფრო გამხდარია ვიდრე ის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100