სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დომოდედოვოს აეროპორტში მუზეუმის დირექტორი მოპარული ექსპონატით დააკავეს

ერთ-ერთი მუზეუმის 64 წლის დირექტორი, ნიკოლაი ზადოროჟნოვი დომოდედოვოს აეროპორტში მეუღლესთან ერთად დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზადოროჟნოვი გერმანიიდან რუსეთის ტერიტორიაზე მოპარული სამუზეუმო ექსპონატის „ძველი აღთქმის სამების“ შემოტანას ცდილობდა.

უნიკალური ექსპონატი 1690 წელს არის შექმნილი. 1994 წელს კი კრაევედეჩკის მუზეუმიდან მოიპარეს.

როგორც ცნობილია, სამართალდამცავები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პირები გერმანიიდან რუსეთის ტერიტორიაზე აღნიშნული ნივთის შემოტანას შეეცდებოდნენ.

ექსპონატს ექსპერტიზა ჩაუტარდება, შემდეგ კი დამნაშავეების წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღიძვრება.

თავად ნიკოლაი ზადოროჟნოვი კი ირწმუნება, რომ მის ქმედებებში არავითარი კანონდარღვევა არ ჩანს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

აღსანიშნავია, რომ უნიკალური ექსპონატი „ძველი აღთქმის სამება“ მილიონ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100