სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კვირის ქრონიკა: "პედაგოგს 305 ლარს აძლევენ და მინისტრი 12 500 ლარს იღებს!"

"პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" ხელმძღვანელი, დავით ფერაძე, "კვირის ქრონიკას" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

- იმ ფონზე, როდესაც საჯარო სკოლის მასწავლებელთა საბაზო ხელფასი 305 ლარია და სექტემბრიდან მხოლოდ 50-ლარიან მატებაა დაგეგმილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურება ასე გამოიყურება: მინისტრი: თამარ სანიკიძე 3540, პლუს დანამატი 2710, პლუს პრემია 6250, სულ: 12500 ლარი.

მინისტრის პირველი მოადგილე: ქეთევან ნატრიაშვილი - 2950ლარი.

მინისტრის მოადგილეები: ლია გიგაური - 2720 ლარი, გიორგი შარვაშიძე - 2720 ლარი, თამაზ მარსაგიშვილი - 2856 ლარი.

დეპარტამენტების უფროსები: ალექსანდრე ონოფრიშვილი 2100ლარი, პლუს დანამატი 500ლარი, სულ: 2600ლარი.

დავით ლომინაშვილი - 2100, თამარ ქიტიაშვილი - 2115,24, კარლო კერვალიშვილი - 2100, ლაშა საღინაძე - 2100, ნათია ჯოხაძე - 2100, ნატო ასათიანი - 2100, ნინო კვიტაიშვილი - 2100, ნინო ტუსკია - 2100.

დეპარტამენტების უფროსის მოადგილეები: გიორგი ქოჩიშვილი - 1780, გურანდა რომანაძე - 1780, ეკა კენჭაძე - 1780, ეკატერინე ლეჟავა - 1780, ეკატერინე მაჩიტიძე - 1780, ირაკლი ჯიქია - 1780, ქეთევან გრიგოლია - 1780.

სამმართველოების უფროსები: ბელა ხაბეიშვილი - 1660, გიორგი გურგენიძე - 1660, გიორგი შეშაბერიძე - 1660, დავით ლიპარტელიანი - 1660, დავით სიხარულიძე - 1736.52, ეკა ეზუგბაია - 1660, ეკატერინე დგებუაძე - 1660, ეკატერინე ხამაშურიძე - 1660, ვალერიან გობრონიძე - 1660, თამარ მენაფირე - 1682,86, თამარ სამხარაძე - 1660, თეონა გაბიჩვაძე - 1660, თინათინ სალაყაია - 1660, ივანე მარგიშვილი - 1660, ირაკლი კოპალიანი - 1660, ირმა გელანტია-ახვლედიანი - 1660, ლანა ხუნაშვილი - 1660, მარიამ ტაბატაძე - 1660, მარიამ ჩიქობავა - 1660, მარიკა ოძელი - 1660, მზია წერეთელი - 1660, ნათელა პაპავა - 1660, ნათია გაბიტაშვილი - 1660, ნანა კილასონია - 1660, ნანა ხმალაძე - 1660, ნატალია დგებუაძე - 1660, ნატო ფანჩულიძე - 1755.65, ნიკოლოზ მესხიშვილი - 1660, ნინო ნანიკაშვილი - 1299.13, ნუგზარ ჩიტაია - 1660.

ყველა თანამშრომელზე კვარტალურია პრემია გაცემულია 830-დან 1475 ლარამდე. რაც, ჯამში, კვარტალურად 42695 ლარამდე შეადგენს.

მინისტრის თანაშემწე - 950, მინისტრის მრჩეველი - 1080, მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე (ნატრიაშვილი) - 950, მინისტრის მოადგილის სამი თანაშემწე (გიგაური) 2850, ჯამში - 5830 ლარი.

სამინისტროში სხვადასხვა სამმართველოში დასაქმებული 95 მთავარი სპეციალისტის ყოველთვიური ანაზღაურებაა 1180 ლარი, ყველასი ერთად, ჯამში, შეადგენს 112 100 ლარს, უფროსი სპეციალისტებისა და რიგითი სპეციალისტები რაოდენობაა - 36, მათი ანაზღაურებაა 830-950 ლარი, ჯამში კი ეს დაახლოებით 32 040 ლარია. შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება კი შეადგენს: 111 255 ლარს.

სამინისტროს თანამშრომელთა მივლინება ქვეყნის შიგნით და გარეთ, 2014 წლის 9 თვის განმავლობაში სახელმწიფოს დაუჯდა 116 304,33 ლარი. მიმდინარე წლის განმავლობაში ინფორმაციას სატრანსპორტო საწვავისა და მათი ტექნიკური შენახვის ხარჯების შესახებ ჯერჯერობით არ ვფლობთ.

- თქვენ საიდან, რა გზით მოიპოვეთ ინფორმაცია?

- მოვითხოვე საჯარო ინფორმაცია. პირველ ეტაპზე არც მომცეს და არც მიპასუხეს. არადა, ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებდა სამინისტროს, რომ ან დაუყოვნებლივ გაეცათ მოთხოვნილი ინფორმაცია, ან დასაბუთებული უარი ეთქვათ. არც ერთი და არც მეორე არ იკადრეს. ადმინისტრაციული საჩივრით მივმართე მთავრობას და მერე კეთილი ინებეს და მომცეს. გადავამოწმე, პრაქტიკულად, სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან. იქ მხოლოდ ერთი კვარტალის ინფორმაცია იყო. მერე ბრიფინგზე გავახმაურე, რომ უკანონობა იყო საჯარო ინფორმაციის გამოუქვეყნებლობა. ბრიფინგიდან რამდენიმე დღის შემდეგ დადეს, თუმცა, ამ ყველაფერს ანალიზი სჭირდებოდა. ანალიზის შედეგად კი მივიღეთ ის ინფორმაცია, რაც გადმოგეცით.

ამის პასუხად, სამინისტროში, ალბათ, იტყვიან - ყველაფერი კანონიერად გვაქვსო. კითხვას ვსვამ - რამდენად მორალურია 305-ლარიანი ანაზღაურების ფონზე, ამხელა ხელფასები?! საინტერესოა, რა პასუხს გაგვცემენ...

"კვირის ქრონიკა" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. სამინისტროში ზემოაღნიშნულ საკითხზე შემდეგი პოზიცია აქვთ: "ხელფასები რეგულირდება კანონით, ისევე, როგორც პრემიები. ამის იქით ვერაფერს გეტყვით".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100