სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარაში კულტურული ტურიზმი განვითარდება

აჭარაში კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს, რათა ბათუმი ფესტივალების ქალაქად გადაიქცეს. ამ მიზნით ედინბურგში იმყოფება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე და პირველი შეხვედრა ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორთან ჯოანა ბეიკერთან გამართა.

დირექტორმა მინისტრის მოადგილეს თავისი გამოცდილება გაუზიარა ფესტივალების ორგანიზებასთან დაკავშირებით და ფართოდ ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობის, ძირითადი მიმართულებებისა და იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში ედინბურგის ფესტივალების წარმატების გასაღებად იქცა. განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობისა და მათი ჩართულობის როლი, ყურადღება დაეთმო აგრეთვე, ალტერნატიული დაფინანსების მოძიების ხერხებსა და სტრატეგიებს.

ჩვენი ხელისუფლების მიზანია ბათუმიც გამოირჩეოდეს აღმოსავლეთ ევროპაში ფესტივალებით. განხორციელებული სახელოვნებო პროექტების ხარისხი და ორგანიზებულობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მეტი ტურისტის მოვიზიდვის თავალსაზრისით. ამ მხრივ განსაკუთრებით ყურადსაღებია ისეთი წარმატებული გამოცდილების გაზიარება, როგორიც ედინბურგის ფესტივალებია-აღნიშნა ნათია სირაბიძემ.

ვიზიტის ფარგლებში ასევე, ნათია სირაბიძე ედინბურგის ფესტივალების დირექტორ ჯულია ამურს შეხვდა. საქმიანი ურთიერთობების გასაღრმავებლად დაგემილია შეხვედრები: ედინბურგის ბრიტანეთის საბჭოს კულტურის დეპარტამენტის უფროს დანა მაკკემსთან და ედინბურგის საკრებულოს კულტურის დეპარტამენტის უფროს ლინ ჰალფპენთან.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უკვე სამი წელია თანამშრომლობს ბრიტანეთის საბჭოსთან საქართველოში. აღნიშნული ვიზიტი ამ პარტნიორობის ფარგლებში შედგა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100