დიმიტრი მედვედევი: „ვაპირებ, კენჭი ვიყარო პრეზიდენტად...“
რუსი და არამარტო რუსი პოლიტოლოგები და ექსპერტები დღეს დილიდან იმაზე მსჯელობენ, შეიცვალა თუ არა შეთანხმება კრემლის ტანდემში.
ეს თავსატეხი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გუშინდელ შეხვედრაზე რეგისტრირებული პარტიების წარმომადგენლებთან პრეზიდენტმა მედვედევმა მზადყოფნა გამოთქვა, ისევ იყაროს კენჭი რუსეთის პრეზიდენტად. ეს ფრაზა მედვედევმა მას შემდეგ წარმოთქვა, რაც პარტიების წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკური რეფორმის მისეული ინიციატივის დეტალები განიხილა.
„მე არსად წასვლას არ ვაპირებ და მეტსაც გეტყვით – ვაპირებ კენჭი ვიყარო პრეზიდენტად. დიდი სიამოვნებით შეგხვდებოდით ნებისმიერს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, დებატებზე“, – განაცხადა მედვედევმა.
დიმიტრი მედვედევმა ხელახლა გაპრეზიდენტების (რა თქმა უნდა, პუტინის შემდეგ ჯერზე) სურვილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს გაამჟღავნა, თუმცა, მაშინ მან წარმოთქვა ფრაზა: "არ გამოვრიცხავ..."
კომენტარი