იგეგმება თუ არა სააღდგომოდ ქვეყნის ჩაკეტვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, იგეგმება თუ არა სააღდგომოდ კიდევ ერთხელ ლოქდაუნის გამოცხადება.
„ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება ფართო ლოქდაუნი, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ადგილობრივი შემთხვევების ლოკალიზება, რადგან კარგად გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა ეკონიმიკის მხრივ ძალიან რთულად გადაიტანს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
როგორც თამარ გაბუნია ამბობს, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ლოქდაუნი თავიდან ავიცილოთ.
კომენტარი