სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შარდის კოლბები კანცელარიასთან - პროტესტი, რომელიც სკანდალურმა ვიდეომ გამოიწვია

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შარდის ასაღებად განკუთვნილი სამედიცინო კონტეინერები მიიტანეს.
ახალგაზრდები აცხადებენ, რომ "მთავრობის ადგილი საშარდე კონტეინერშია".

ვიდეომ უამრავ ადამიანში პროტესტის გრძნობა გამოიწვია

სტუდენტები ამ ფორმით მარნეულში მომხდარ შემზარავ ფატქს აპროტესტებენ. გუშინ გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეომ საზოგადოებაში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. საქმე ეხება მარნეულის მკვიდრს, რომელმაც სოლიდარობის აქციაზე ბიძინა ივანიშვილსა და მარნეულის მერს თემურ აბაზოვს შეაგინა. სწორედ ამის გამო აბაზოვის გარემოცვამ მისი დამცირება და დასჯა გადაწყვიტა - ჯერ უხამსი სიტყვები ათქმევინეს საკუთარ თავზე, შემდეგ კი თავისივე შარდი წაასმევინეს სახეზე. ეს ყოველივე ვიდეოზე გადაიღო იქ მყოფმა ერთ-ერთმა პირმა.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ აბაზოვი პროკურატურამ დაიბარა გამოკითხვაზე და შემდეგ მოხდა მისი დაკავება. ცოტა ხნის წინ კი საზოგადოების გარკვეულმა ჯგუფმა, რომელიც ამ ვიდეოს ნეგატიურად შეხვდა, პროტესტის ნიშნად შარდის კონტეინერები დაალაგა კანცელარიის წინ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100