სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელვაჩაურში 17 წლის მოზარდმა, რომელიც "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა, სანადირო თოფით დაზიანებები მიიყენა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის #1 სკოლის მოსწავლემ სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა. როგორც სკოლის დირექტორი, შუშანა კონცელიძე აცხადებს, 17 წლის მოზარდი ბოლო ორი თვის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა. მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობის გამო, არასრულწლოვნის მამამ სკოლის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა, რომელშიც მშობელი მიუთითებდა, რომ შვილი მას მშენებლობაზე ეხმარებოდა და სკოლას ამ მიზეზით აცდენდა.
17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტს ახლობლები ინტერნეტ თამაშს უკავშირებენ. დაჭრილი მოზარდის ახლობლების თქმით, ბიჭი "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ახლობლების ინფორმაციით, მოზარდს, სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, სახის არეში უმძიმესი დაზიანებები აქვს მიყენებული. მოზარდი ხელვაჩაურში კლინიკაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მოზარდთან დაკავშრებით, რომელმაც ხელვაჩაურში სანადირო თოფით თვითდაზიანება მიიყენა, გამოძიება ზაფხულიდან მიმდინარეობს. გამოძიება კომპიუტერული მონაცემების ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენების მუხლით, სკოლის დირექტორის განცხადების საფუძველზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100