4 დაღუპული ბავშვი და 19 დაშავებული - მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახების ფატალური შედეგები
საფრანგეთში, ქალაქ პერპინიანში მატარებლისა და სასკოლო ტრანსპორტის შეჯახება მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსი რელსებზე გადადიოდა. ავარიის შედეგად სასკოლო ტრანსპორტი ორ ნაწილად გაიყო. დაიღუპა 4 ბავშვი, დაშავებულია 19 ადამიანი. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
დაშავებულთა შორის 7 განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაშია.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ იყო 70-მდე სასწრაფო დახმარების ბრიგადის წარმომადგენლები.
როგორც საფრანგეთის ტრანსპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რელსების გადაკვეთის დროს გარკვეული შეცდომა მოხდა, რამაც სავალალო შედეგი მოიტანა. გამოძიება სათვალთვალო კამერის მეშვეობით ადგენს, დაარღვია თუ არა ავტობუსის მძღოლმა რელსებზე გადაკვეთის წესი ან იყო თუ არა შლაგბაუმი დაშვებული იმ დროს, როცა მატარებელი უნდა მოახლოებულიყო.
საავადმყოფოში, სადაც დაშავებულები არიან მოთავსებული, მათი ოჯახის წევრების გარდა უამრავი ადამიანია მისული გასამხნევებლად.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა მომხდარი ტრაგედია საკუთარი ტვიტერის საშუალებით და იმედი დაიტოვა, რომ მსხვერპლთა რაოდენობა აღარ გაიზრდება.
კომენტარი