სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიწმარიშვილის გარდაცვალების მიზეზად ვახტანგ რჩეულიშვილი ვალებს ასახელებს

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ვახრანგ რჩეულიშვილი.

„რატომ შეეძლო მოეკლა თავი ეროსი კიწმარიშვილს ან რატომ მოკლეს? ჯერ მხოლოდ ვარაუდი შემიძლია. მე ვფიქრობ ვალების გამო- განზრახ მკვლელობაც და თვითმკვლელობაც ძირითადათ ამ მიზეზით ხდება დღეს.

სახლემწიფომ უწინარესად ეკონომიკა უნდა გამოაცოცხლოს. ნაცები ხელს ვეღარ შეუშლიან-აწი ყველაფერი "ოცნების" ხელშია. არ მგონია, რომ ივანიშვილის ფინანსურმა გენიამ (სხვანაირად ცადეთ 10 მილირდის შექმნა-ნახავთ რა გამოგივათ) თუ დარგობრივი ეკონომიკის მცოდნე კრგი გუნდი დაიყენა გვერდში, ვერ გადაჭრას ეს პრობლემა. მაგრამ სწორედ დარგობრივი ეკონომიკის სპეციალიატებია დღეს საჭირო საქართველოში ყველაზე მეტად.და არა მხოლოდ იურისტები და მენეჯერები. დროს თვლა არა თვეებით და წლებით, არამედ დღეებით და საათებით უნდა მიდიოდეს. თორემ ამოვწყდებით ყველა. თემა ჩარკვიანს თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე აუწერეს სახლში ყველა ნივთი- ავეჯიც კი-თუმცა ყველამ მშვენივრად იცოდა, პროკურატურამაც და სასამართლომაც, რომ ნაცების გაძარცვულია.ეს მისი უკანასკნელი წერილიდანაც ჩანდა. ეროსი კიწმარიშვილი არ იყო მხოლოდ პოლიტიკოსი (არც ისე წარმატებული ამასთან)-უწინარესად ის საქართველოში ყველაზე წარმატებული ტელეკომპანიის-რუსთავი 2-ის შემქმნელი გახლდათ. ეს კი პოლიტიკაცაა და ბიზნესიც.

იქ ნათელში ამყოფოს ეროსის ცოდვილი სული უფალმა-განა რომელი ვართ უცოდველი? ამიტომ უნდა ამოგვხოცონ? მივმართავ ხელისუფლებას-პრობლემა სისტემურია და არა მხოლოდ ინდივიდუალური: თემას სახით უკვე 8ერვე დიდმა მენაშენემ მოიკლა თავი საქართველოში! ქონებას რომ გართმევენ და შენ გაწერენ ვალებს-ამას ვერც კიწმარიშვილი გაუძლებდა და ვერც ჩარკვიანი.“ - წერს რჩეულიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100