"ამდენი მტერი თუ გამოუჩნდებოდა ამ საწყლებს, ნამდვილად არ მეგონა..."- ნახეთ რას აქვეყნებს ქეთი დოლიძე
რეჟისორი ქეთი დოლიძე გაგა ჩხეიძის სტატუსს აქვეყნებს საკუთარ ფეისბუქზე, რომელშიც მსახიობების მიმართ რისხვა ასეა წარმოჩენილი:
ჩვენმა
გაჭირვებულმა
მსახიობებმა,
გუშინ რომ ერთხმად წუწუნებდნენ ტელეეთერში თავიანთი სიდუხჭირის თაობაზე, თანაგრძნობის ნაცვლად (ფეისბუქით თუ ვიმსჯელებთ) რისხვა გამოიწვიეს როგორც მემარჯვენებში, ასევე მემარცხენეებში...
მემერცხენეებს, როგორც ჩანს, მხოლოდ მეშახტეების ტანჯვა მიაქვთ გულთან, მემერჯვენეებმა კი, სარფიანად თუ ვერ ყიდიან თავიანთ პროდუქციას, თავში ქვა უხლიათო. შხამიანმა მასმედიამ მსახიობების რეალური შემოსავლების დათვლა დაიწყო, სამარცხვინო სამინისტრომ კი - თეატრების საშუალო ხელფასების დაანგარიშება და გამოქვეყნება... ამდენი მტერი თუ გამოუჩნდებოდა ამ საწყლებს, ნამდვილად არ მეგონა... ახლა ორი გამოსავალი აქვთ: ან უპოვართა და გლახაკთა ფენაში გადაბარგდნენ, ვაგონში დაიწყონ ცხოვრება და რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფი გამოიძახონ, ან გაიფიცნონ, ცხადად ჩამოაყალიბონ თავისი მოთხოვნები და ბოლომდე იბრძოლონ... დაჯდნენ და სამინისტროს იქით დაუთვალონ ხარჯები და დაუწესონ პრიორიტეტები...
ჩემი რჩევა იქნება, არაფერი დათმოთ, გააპროტესტეთ, დაიცავით თქვენი პოზიცია... თეატრსაც ჭირდება განახლება, რეფორმები, სახელმწიფოს ყურადღება... რაც მთავარია, იყავით ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები!..
კომენტარი