სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შატალოვას მკვლელობა მეგობარმა, ეროვნებით ჩეჩენმა მამაკაცმა დაუკვეთა

25 წლის ანასტასია შატალოვას, 7 ტყვია სახლის სადარბაზოსთან ესროლეს. ახალგაზრდა ქალს, რომელიც გაზაფხულის ქუჩაზე, 3 წლის შვილთან ერთად, ცხოვრობდა, ჯერ ჩაუსაფრდნენ და თავს მაშინ დაესხნენ, როცა გვიან ღამით სახლში ბრუნდებოდა. ღამის პირველის ნახევარზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით ესროლეს. დაჭრილი ქალი შველას ითხოვდა, თუმცა თავდასხმიდან რამდენიმე წამში ის ადგილზე გარდაიცვალა.



მედიისთვის ცნობილი ხდება, რომ შემზარავ მკვლელობამდე სამი დღით ადრე ადგილზე გაურკვეველი პირები შენიშნეს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ანასტასია შატალოვას სადარბაზოსთან გარე განათების ელექტროსადენები განგებ დააზიანეს.

მედიაში გავრცელევული ინფორმაციით, მკვლელობა დაკვეთით შესრულდა. დამკვეთი სავარაუდოდ ანასტასია შატალოვას მეგობარი მამაკაცი- ეროვნებით ჩეჩენია, რომელიც სპორტული აღნაგობისაა და გოლფის სათამაშოდ ხშირად დადის, მათ შორის რამდენიმეჯერ ანასტასია შატალოვასთან ერთადაც იყო. მამაკაცს საცხოვრებელ კორპუსში არავინ იცნობს, მათ შორის არც ანასტასია შატალოვაზე ამბობენ რამეს. საგამოძიებო მოქმედებები ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლშიც დაიწყო. პოლიციამ მეხსიერების ბარათი და კომპიუტერი ამოიღო.

ზურაბ ბერიძე საზოგადოებისთვის საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც ნანუკა ჟორჯოლიანის გადაცემაში ანასტასია შატალოვამ ის მათი საერთო შვილის წართმევაში დაადანაშაულა. ახალგაზრდა ქალი საჯარო მოხელეს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებდა.

რამდენიმეთვიანი სასამართლო დავა საბოლოოდ ანასტასია შატალოვას სასარგებლოდ დასრულდა. 3 წლის ბავშვი დედასთან დარჩა, რის გამოც ბათუმის ყოფილი ვიცე მერი ამტკიცებს, რომ დანაშაულთან კავშირი არ აქვს. 25 წლის ანასტასია შატალოვა, რუსეთის მოქალაქეა, თუმცა რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს.


წყარო: მთავარი არხი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100