სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„არავინ არა სცემდა, ვინცა თქვა, ეგენია მოსყიდული ხალხი“ - 4 წლის გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვლის პირველი კომენტარი

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. მამაკაცი ირწმუნება, რომ მის ცოლს, რომელიც შვილის ცემით მკვლელობისთვის დააკავეს, პატარა არასდროს უცემია.

"არასდროს უცემია... აბანავებდა, ბავშვი წყალთან იყო ალერგიული. ჩემი მეუღლე უსამართლოდ არის დაკავებული. არ უცემია. ეგ ბავშვზე ხელის ამწევი არ იყო. ბავშვი ვერ დადიოდა, ვერ ჭამდა. ჩემი ცოლი მეუბნებოდა, მე არ შემიძლია, შენ დაუჯექი და აჭამეო... აბანავა, ტაშტიდან უხტებოდა ხოლმე და თავი მიარტყა აბაზანაში რკინებს. წყალს რომ დაინახავდა, შოკში ვარდებოდა"- აცხადებს დაკავებული ქალის ქმარი.

რაც შეეხება დედისთვის შემაკავებელი ორდერის გაცემას, მამაკაცი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება:

„რა შემაკავებელი ორდერი, არავინ არა სცემდა, ვინცა თქვა, ეგენია მოსყიდული ხალხი, "კონტრაში" არიან ჩემთან. არავის ეკრძალებოდა მიახლოება, ჩემთან იზრდებოდა ბავშვი. იცოდა პოლიციამ, რომ დედასთან იყო ბავშვი. იცოდნენ, რომ დედა არაფრის ის არ იყო... და ყურადღების ქვეშ იყო ყველაფერი,“ - ამბობს ზალაშვილი.
4 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. მეზობლები აცხადებენ, რომ დედა მცირეწლოვან შვილებს ხშირად სასტიკად უსწორდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ მიმდინარე წლის 22 იანვარს, თბილისში 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს. ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვანის დედა ლ. ქ. თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს.

გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა.

აღნიშნულ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება 6 იანვარს შევიდა. დედის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით, მას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. 22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ ლ.ქ. ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100