სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მამა იჭერდა ლექსოს და შვილი უკნიდან ჩეხავდა"- წავკისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა ციხე შეწყალებით დატოვა?

წავკისში მოკლული დათო და ლექსო ფეიქრიშვილების ახლო ნათესავი, ლუკა ფეიქრიშვილი სასტიკი მკვლელობის შესახებ წერს.

მოკლული ბიჭების ბიძაშვილი ამბობს, რომ დაკავებული სამი პირიდან ორი მამა-შვილია:

"დაკავებულია სამი პიროვნება, აქედან ორი მამა და შვილია, მამა იჭერდა ლექსოს და შვილი უკნიდან ჩეხავდა, შეწყალებით არის გამოსული მკველის მამა და ბავშვის მკვლელობაზეა ნაჯდომი"- აცხადებს ფეიქრიშვილი.

სასტიკი მკვლელობა კვირას მოხდა. როგორც ირკვევა, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მანქანის სარკის დაზიანების გამო დაიწყო და ლექსო და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობით დასრულდა. ორივე ხანჯლით აჩეხეს. მძიმედ არის დაჭრილი კიდევ ორი პირი.

შს სამინისტრომ მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100