სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როჯერ უოტერსი „Pink Floyd“–ის აღდგენაზე უარს ამბობს

როჯერ უოტერსმა უარყო ჭორები ჯგუფ „Pink Floyd“–ის აღდგენასთან დაკავშირებით. მუსიკოსმა თავისი შეხედულება მაყურებელს ერთ–ერთ გადაცემაში გაანდო.

უოტერსის თქმით, მას აღარ სურს აღნიშნული ჯგუფის რიგებში მოღვაწეობა. ამასთანავე, როჯერსმა აღნიშნა, რომ ჯგუფში გატარებული წლების არცერთ წამზე არ ნაღვლობს, რადგან იგი შეუდარებლად მუშაობდა კოლეგებთან და მუსიკოსი, კოლექტივის მუშაობას მაღალი დონით აფასებს.

ინფორმაცია ჯგუფის აღდგენასთან დაკავშირებით, როჯერ უოტერსის ერთ–ერთი კონცერტის, „The Wall Live”–ის შემდეგ გავრცელდა. 12 მაისს ლონდონში გამართულ კონცერტზე, როჯერს ჯგუფის სხვა წევრებიც შეუერთდნენ. უოტერსმა და გილმორმა ერთად იმღერეს „Comfortably Numb”. ამასთანავე სიმღერის, „Outside The Wall” შესრულებაში მონაწილეობა ნიკ მეისონმაც მიიღო.

2010 წელს უოტერსმა და გილმორმა ერთად რამდენიმე კონცერტი ჩაატარეს. ისინი ერთად მონაწილეობდნენ საქველმოქმედო აქციაში, სახელწოდებით „HOPING“. ჯგუფის უკანასკნელი კონცერტი 2005 წელს შედგა. იმ დროისათვის უოტერსთან და გილმორთან ერთად სცენაზე მეისონი და რიჩარდ რაიტიც იდგნენ, ეს უკანასკნელი 2008 წელს გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100