სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრება

საქართველოს აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე მოჰამედ თანი ალ რემეითის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

დელეგაცია სავაჭრო-სამრწველო პალატის თავმჯდომარის მეთაურობით, აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ფორუმს დაესწრება, რომელიც თბილისში 29 ოქტომბერს გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოჰამედ თანი ალ რემეითიმ შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები.

აბუ-დაბის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში სხვადასხვა სფეროებში ინვესტირებით დაინტერესდა. გამოითქვა იმედი, რომ მხარეებს შორის საინტერესო თანამშრომლობა შედგება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100