საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი თარგამაძის საკონსტიტუციო წინადადებას მხარს უჭერს
საპარლამენტო უმრავლესობა, „ქრისტიან–დემოკრატების“ საკონსტიტიციო წინადადებას მხარს უჭერს, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება.
როგორც ჟურნალისტებს მმართველი გუნდის წევრმა, დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა, მმართველი გუნდი, „ქრისტიან–დემოკრატების“ ინიციატივას გაეცნო და მას მხარს დაუჭერს, რითაც მოქალაქეობის თემასთან დაკავშირებით, ყოველგვარ ინსინუაციებს, სპეკულაციებსა და პოლიტიკურ წიაღსვლებს საბოლოოდ წერტილი დაესმევა.
„ბიძინა ივანიშვილს ექნება სრული საშუალება მონაწილეობა მიიღოს – არჩევნებში. ამასთან, მას ყველა ის პოლიტიკური უფლება ექნება, რაც თითოეულ ჩვენთაგანს აქვს და მისი პოლიტიკური უფლებები არანაირად შეზღუდული არ იქნება“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ გიორგი თარაგამძის წინადადებით, კონსტიტუციის 49–ე მუხლში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს – საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
კომენტარი