სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაინტერესებთ რატომ მიგატოვათ შეყვარებულმა?

ბიჭის მიერ გოგოს მიტოვების ყველაზე გავრცელებული და რეალური მიზეზები.

მას არ სურს, რომ გული ეტკინოს. ეს ერთი შეხედვით უაზრო, მაგრამ საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. ბიჭს იმდენად ეშინია, რომ გულს ატკენ, პოულობს გამოსავალს, პირველი წყვეტს ურთიერთობას რათა შენ მისი გულის ტკენა ვერ მოასწრო,

მას ურჩევნია იყოს თავისუფალი. ასეთი მამაკაცის დაკარგვას ნუ იდარდებთ, ის ისედაც არ არის კარგი მასალა თქვენთვის შესაფერისი ბოიფრენდის შესაქმნელად.

გოგო უფრო მეტადაა შეყვარებული ვიდრე ბიჭი. ეს რათქმაუნდა არ არის გოგონას ბრალი, მაგრამ რას იზამთ ბიჭების გარკვეულ ნაწილს აღნიშნული დისბალანსი არ მოსწონს. დაფიქრდით და მიხვდებით, რომ ასეთი მამაკაცი თქვენ თავადაც არ გჭირდებათ, აჯობებს იპოვოთ ის, რომელსაც ყველა შემთხვევაში საყვარელ გოგოდ მოეჩვენებით.

ის ვერ ხედავს მომავალს თქვენთან ერთად. დიახ ბიჭები ფიქრობენ ურთიერთობის მომავალზე და თუ საკუთარ გეგმებში თქვენი ადგილი ვერ იპოვა დაგემშვიდობებათ.

თვლის, რომ სექსში ერთმანეთს ვერ ეწყობით. აქ კომენტარი საჭიროც არაა, სექსუალური შეუთავსებლობის შემთხვევაში წყვილის ურთიერთობას აზრი არა აქვს.

მას უბრალოდ ურთიერთობა სურდა. ეს გახლავთ ის შემთხვევა, როდესაც თქვენ გამოგიყენეს, შესაძლოა მას ყოფილის დავიწყება ან რაიმე პრობლემიდან ყურადღების გადატანა სურდა და თქვენთან ურთიერთობა დაიწყო. გავიდა ურთიერთობის სურვილი და თქვენ მის ცხოვრებაში ზედმეტი ხდებით, ეს საშინელებაა, მაგრამ ასეც ხდება.

მას მოსწონხარ, მაგრამ არც ისე ძალიან. ზოგჯერ ურთიერთობა იმდენად კარგად იწყება და გოგონა აღარ ცდილობს მამაკაცის უფრო მეტად მოხიბვლას და იმედები ცრუვდება.

ურთიერთობა თავიდანვე არ იყო გრძელვადიანი პერსპექტივით. ზოგჯერ მამაკაცებს არ სურთ სასიყვარულო ურთიერთობა და მხოლოდ ეძებენ მეგობარს გარკვეული უპირატესობებით.

შენ ის მიიღე როგორც საჩუქარი. ცალმხრივი ურთიერთობები მალე უფერულდება, რადგან არავის სურს ყინულის დედოფალთან პაემნები.

თქვენ გაქვთ სხვადასხვა ცხოვრებისეული ღირებულებები. საუბარია ისეთ სერიოზულ ღირებულებებზე, როგორიცაა მაგალითად ბავშვი. რთულია კომპრომისზე წასვლა, როდესაც მას სურს გახდეს მამა შენ კი დედობისთვის მზად არ ხარ.

მიზეზი ხარ შენ. შესაძლოა მამაკაცს მომაბეზრებელი, მოსაწენი, გონიხარ და შენთან თავს კარგად ვერ გრძნობს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თქვენ ერთმანეთისთვის არ ხართ განკუთვნილი და არ ინერვიულო მის დაკარგვაზე.

(სტატია მომზადებულია კოსმოპოლიტანის მასალების მიხედვით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100