სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტირანმა დედამ მეძავად მაქცია - ქართველი გოგოს შოკისმომგვრელი ისტორია

ჩვენს რედაქციაში მოვიდა წერილი, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

„ 19 წლის ვიყავი საზღვარგარეთ რომ გავემგზავრე სამუშაოდ. დედას ყოველთვის ზედაპირულად ვუყვარდი თუ შეიძლება საერთოდ ამას სიყვარული დაერქვას. ხელითაც მეხებოდა, მლანძღავდა და მოსამსახურესავით მექცეოდა. სამაგიეროდ ჩემ ძმას აღმერთებდა როცა სურვილი ქონდა ძმას ჩემს წინააღმდეგაც ამხედრებდა.

მოკლედ გავეცალე აქაურობას - თავს ვუშველი მეთქი და წავედი. სადაც ჩვენ არ ვართ ყველგან კარგიაო ნათქვამია და მეც ასე მომივიდა. ჩავედი უცხო ქვეყანაში უცხო ხალხთან და მათ მსახურად ვიქეცი. ვალაგებდი ვხეხავდი რას არ ვაკეთებდი და მოხუცსაც ვუვლიდი. ერთი დღე მქონდა დასვენების და ამ დღეს სულ სიარულში ვატარებდი. იმდენად არაფრად მაგდებდა ოჯახი სხვისი მსახურება მერჩივნა მათთან დამცირებულ ცხოვრებას. დედაჩემს მუდამ საუკეთესო სამოსი ეცვა, გარდერობში ტანსაცმელს ვერ ატევდა მეკი დახეული ფეხსაცმლით დავდიოდი. დედა არ შემიძულებია, პირიქით წასულს ძალიან მენატრებოდა, ვცდილობდი ჩემი ძმისთვის და მისთვის ფულიც გამეგზავნა და საჩუქრებიც. მერეკი ნელნელა დაიწყო ჩემზე ძალადობა. ჯერ მოხუცი რომელსაც ვუვლიდი შემთხვევით ხან სად წამავლებდა ხელს ხან სად. ერთ დღეს კი მითხრა ან გაიხადე და შიშველი დამენახე ან არადა აქედან წადიო. მთელი ღამე არ მეძინა. იქედან ჩემი წასვლა ნიშნავდა რომ ღამე ქუჩაში უნდა გამეთია, ეს სამსახურიც ძლივს ვიშოვე და ამის დაკარგვას ვერ გადავიტანდი. მეორე დილით არც კი დააკაკუნა ოთახში ისე შემოვიდა მაიკა ამიწია მკერდზე ხელი მომითათუნა და გავიდა. გულის რევამდე გავწითლდი. საშინელება ვიგრძენი. მივხვდი რომ სასწრაფოდ სხვაგან უნდა გადავსულიყავი. რამდენიმე დღეში ვიპოვე სამსახური ერთერთი ბარის ჭურჭლის მრეცხავად. საშინელი გრაფიკით ვმუშაობდი. იქ ერთი ბიჭი გადამეკიდა სიყვარულს მეფიცებოდა ერთ დღესაც მასთან დავრჩი და მითხრა ჩემთან იცხოვრეო. ერთად ცხოვრება დავიწყეთ. ჩემებს ყველაფერს ვუმალავდი, მათ ეგონათ ოჯახში ვმუშაობდი სინამდვილეში მამაკაცთან ვცხოვრობდი. მალე მივხვდი რომ ბარის მიმტანთან ზედმეტად ბევრ დროს ატარებდა და რამდენიმე კვირაში მითხრა უნდა გადახვიდე სხვა მომწონსო. ტირილით წამოვედი ვიხრჩობოდი ისე მომაწვა ბოღმა ნოსტალგია არვიცი ყველაფერი ერთად.

ერთ ქართველ გოგოს ვთხოვე ღამე მასთან გამეთია. მითხრა კაცი მყავს და დიდხანს ვერ დარჩები ის მოდის ხოლმე აქო. მივხვდი არ იყო ჩემი ადგილი. ვეღარც ბარში ვმუშაობდი. ყოველწუთს მათი ერთად ნახვა აღარ შემეძლო. ამასობაში ერთი კარგი გოგო გავიცანი, რომელმაც ძიძად ამიყვანა. მათთან ძალიან კარგად ვიყავი ბავშვიც ძალიან შემიყვარდა. ვცხოვრობდი მშვიდად მანამ სანამ ინტერნეტის მეშვეობით ერთი უცხოელი ბიჭი გავიცანი. ისეთი ვაჟკაცური იყო, სიმპატიური მომხიბლა. მასაც ძალიან შევუყვარდი. მითხრა ცოლად გამომყევი და ჩემს ქვეყანაში წავიდეთ საცხოვრებლადო ( იმ პერიოდში ის სასწავლებლად იყო ჩამოსული) ჩემ ოჯახსაც ვუთხარი რომ ბიჭი შემიყვარდა. ჩემი რჩეული უცნაური ტრადიციების ქვეყნიდან იყო და მისი მშობლები მათივე ეროვნების რძალზე ოცნებობდნენ.

ჩემმა მშობლებმაც ჯერ მომაყოლეს შემდეგ კი ნელ-ნელა ისე ოსტატურად შემაძულეს ისეთი სურათი დამიხატეს ვეღარ ავიტანე ამდენი წნეხი და დავშორდი. დედაჩემი თავზე ფიქრობდა მერე ფულს არ გამომიგზავნისო და ამიტომ დააწყო ეს გეგმა ჩემი არ გათხოვების. ამას გვიან მივხვდი. ერთი დასვენების დღე მქონდა და ამ ბიჭს დასავიწყებლად სულ ბარებში ვათენებდი. ვსვავდი, ზოგჯერ მარიხუანასაც ვეწეოდი და შემთხვევითი რომანებიც მქონდა.

რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ ინტერნეტით ქართველი ბიჭი გავიცანი ( პირობითად მამუკა) ის სხვა ქვეყანაში იყო და მეხვეწებოდა აქ ჩამოდი ჩემთან იცხოვრებ და მაგრად ვიქნებითო. შემიყვარდიო. ძალიან დიდ დროს ვატარებდით ერთმანეთთან საუბარში, ფაქტიურად ისე მივეჩვიე მასთან საუბარს ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ერთად ვცხოვრობდით. მოკლედ დამითანხმა და სხვა ქვეყანაში გადავედი საცხოვრებლად და სამუშაოდ. დამხვდა , რამდენიმე დღე თითქოს სამოთხეში ვიყავი. ჩემებს ვუთხარი იქ უკეთესი მუშაობაა მეთქი და შეიძება საბუთი გავაკეთოთქო. ვის ეცალა ჩემთვის ყველა ჩემი ძმის ცხოვრებით იყო დაკავებული. აქ პრობლემები ქონდა და იმას აკვდებოდნენ მე კი უბრალოდ ვიყავი მათი შვილი. ზოგჯერ მიფიქრია კიდეც აყვანილი ხომ არ ვარ დედა ასე როგორ მექცევამეთქი. მოკლედ დავიწყე ამ ბიჭთან ცხოვრება , მანებივრებდა საჩუქრებით, მაგრამ მაინც მოვძებნე სამუშაო, ნელნელა ქართველებიც გავიცანი ჩემსავით ემიგრანტები და დავუმეგობრდი გოგოებს. მათთან ერთად მოსაზღვრე ქვეყნებშიცკი გადავდიოდით ვსეირნობდით. გვიყვარდა ერთმანეთი.

ერთ დღეს მამუკამ გამომიცხადა ჩემს დას პრობლემები აქვს და საქართველოში უნდა წავიდე ორი თვითო. ასეც მოხდა. წავიდა საქართველოში და მე ძალიან ძლიერი ეჭვიანობა დავიწყე. ღამეები არ მეძინა, ეს კი ზოგჯერ საქართველოდან 22 დღე ინტერნეტში არ შემოდიოდა ამ უძილო ღამეებისას კიდევ კიდევ ერთი უცხოელი გადამეკიდა. სულ მწერდა სულ მეკონტაქტებოდა. მისგან ამ ყურადრებას თითქოს მივეჩვიე კიდეც. საქართველოდან კი სიცივეს ვგრძნობდი უფრო ვიდრე მონატრებას. ეს უცხოელი სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და მეხვეწებოდა ბილეთს მე აგიღებ და სტუმრად ჩამოდი ჩემთანო. იმდენი ქნა ჩავედი. ძალიან სიმპატიური იყო და ისე მომხიბლა უგონო სიყვარულში ჩავარდი. უკან აღარ დავბრუნდი და მასთან ცხოვრება დავიწყე. შვილიც შემეძინა. საშინელი მესაკუთრე დედამთილი მყავდა და იმდენი ქნა ოჯახი დაგვენგრა.

ბავშვით ხელში დავბრუნდი საქართველოში . დედაჩემმა მიმიღო მაგრამ ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია. ჩემი შვილიანად გამომაქცია სხვა ქვეყანაში. აქ ხელი მოვაწერე კაცთან რომელიც არ მიყვარს, მეზიზღება კიდეც, მაგრამ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ასე ჯობდა. ახლა ლეგალურად ვცხოვრობ და ვმუშაობ. ისევ მონა ვარ მაგრამ უკეთესი პირობებით. როგორც კი საშუალება მომეცემა ჩემ შვილთან ერთად წავალთ. არ მეზიზღება მაგრამ დედაჩემს დასჯის უფალი. ყველა ჩემი უბედურების სათავე ის არის! მას არ ვუყვარდი და სხვას როგორ მოვთხოვო სიყვარული. მისმა სიცივემ და გულგრილობამ ამირია ცხოვრება. მისმა ეგოიზმმა ჩამომაყალიბა ასეთად. ფაქტიურად მეძავი ვარ!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100