რუსეთი კვდება
რუსეთი კატასტროფის წინაშე დგას. გასულ წელს, ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანამ 3000 დასახლებული პუნქტი დაკარგა. წლიდან წლამდე, რუსეთში, არაერთი მცირე ქალაქი, სოფელი და ე.წ. ხუტორი ქრება. ფედერაციის რეგიონალური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, 1990 წლიდან დღემდე, ქვეყანაში პირისაგან მიწისა აღიგავა 23 000 დასახლებული პუნქტი, აქედან 20 000 სოფელია.
ციფრები მართლაც კატასტროფაზე მიანიშნებს: 1989 წელს 2002 წლამდე დასახლებების რიცხვმა 3230-დან 2950-მდე იკლო, 2002 წლის შემდეგ კი კიდევ 380 სოფელი გაქრა.
ამერიკელი მეცნიერი, ნიკოლას ებერშტადტი თავის წიგნში “დემოგრაფიული კრიზისი რუსეთში მშვიდობიან დროს” წერს: “ეს არა მხოლოდ მასშტაბური დემოგრაფიული კრიზისია, არამედ შორს მიმავალი კრიზისია ადამიანური რესურსებისა. რუსეთი წარმოადგენს უნიკალურ თანამედროვე პარადოქსს: განათლების ხელმისაწვდომობის მიუხედავად, სახეზეა ადამიანური კაპიტალის უკმარისობა. კრემლის ხელმძღვანელობა, გარკვეულწილად, ებრძვის ამ პრობლემის ნაწილს, მაგრამ როგორც ჩანს, ამბიციურ ლიდერებს ჯერ არ გაუცნოვიერებიათ მასშტაბები იმისა, რაც ხდება.”
გაერო-ს პროგნოზით, 2025 წელს რუსეთის მოსახლეობა 121-126 მილიონი იქნება, 2030 კი მხოლოდ 115 მილიონი.
კომენტარი