სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ დროისთვის, ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 6 ვეტმფრენი მუშაობს

გარემოს დაცვის სამინისტრო ცნობით ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა.
„ამ დროისთვის ადგილზე 6 ვეტმფრენი მუშაობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 120-მდე მეტყევე, 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან, რომლებიც ქართველ მეხანძრეებს ეხმარებიან. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ბელორუსიდან გამოგზავნილი მძიმე ტექნიკაც.
ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდგომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო დაუყონებლივ დაიწყებს ტერიტორიის შესწავლას, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება განსახორციელებელი ღონისძიებები“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100