სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიქტორ ორბანი უკვე მოსკოვშია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ორბანის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერი ვლადიმერ პუტინს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთში იმყოფება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.

ორბანის მოსკოვში ვიზიტს ევროკავშირში გამოეხმაურნენ. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ​ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ "ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი შედგება მხოლოდ უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების და არა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100