„კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეოთხე ნაწილი „მილიარდერია“
ფილმმა, „კარიბის ზღვის მეკობრეები 4: უცხო ნაპირებზე“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით1,008 მილიარდის მოგროვება შეძლო.
მილიარდ გადაცილებულ ფილმებს შორის, აღნიშნულ მაჩვენებელს მეშვიდე ადგილი უჭირავს. აღსანიშნავია, რომ ფილმი, „კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდართა სკივრი“, აღნიშნულ სიაში მეოთხე ადგილს იკავებს, 1,066 მილიარდის მაჩვენებლით. მეკობრეების მეოთხე ნაწილი, თავისი მაჩვენებლით მხოლოდ „ტიტანიკსა“ და „ავატარს“ ჩამორჩება.
მეკობრეების მეოთხე ნაწილი მსოფლიო კინოეკრანებზე 2011 წლის მაისში გამოვიდა. ფილმის ახალ ნაწილში, კაპიტანი ჯეკ ბეღურა, სამუდამო სიცოცხლის გზებს ეძებს, მას კი ხელს უშლის ყოფილი მეგობარი გოგონა, რომლის როლსაც პენელოპა კრუსი ასრულებს. ფილმში მთავარ როლს, ჯონი დეპი, პენელოპა კრუსი, ჯეფრი რაში და იენ მაკშეინი ასრულებენ.
კომენტარი