სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებები ჩრდილოკორეული რაკეტის გასანადგურებლად მზადაა

რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები მზად არიან, ჩრდილოეთ კორეული რაკეტა ჩამოაგდონ, თუ ის კურსიდან გადაუხვევს და შეიქმნება რაკეტის რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის საშიშროება, ამის შესახებ დღეს დილით ინტერფაქსი რუსულ ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით იტყობინება.

აშშ-ის თავდაცვის მინიტრმა სამხრეთკორეელ კოლეგასთან ერთად უკვე განიხილა ფხენიანის სურვილი რაკეტის გაშვების შესახებ და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება პროვოკაციულია და რომ იგი არღვევს ჩრდილოეთ კორეის მიერ აღიარებულ ყველა ვალდებულებას, ასევე, გაეროს უშიშაროების საბჭოს რეზოლუციას.

თავის მხრივ, იაპონიამ პირობა დადო, რომ მაშინვე ჩამოაგდებს რაკეტას, როგორც კი ფხენიანი მას გაუშვებს. ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ რაკეტის გაშვების მიზანი კოსმოსური სივრცის ათვისების გეგმას უკავშირდება და სხვა ქვეყნების გამოხტომებს რაკეტის გაშვების წინააღმდეგ შინაურ საქმეებში ჩარევად აფასებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100