სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არახამიას ერთადერთი სურვილია, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი - კობახიძე

ირაკლი კობახიძე არახამიას განცხადებას პასუხობს და მმართველი გუნდის ნარატივს აგრძელებს იმის შესახებ, რომ უკრაინას საქართველოს მეორე ფრონტად ქცევა უნდა.

„ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, არახამიას შეუძლია, მცდელობა გააგრძელოს, თუმცა კობახიძე დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი საქართველოს მეორე ფრონტად გადაქცევას არ დაუშვებს.

არახამიაზე თავის ნათელი წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხს. ქართველმა საზოგადოებამ ისიც იცის, რომ არახამიას ერთადერთი სურვილი აქვს, რომ საქართველო გახდეს მეორე ფრონტი.
არახამია ვერ არწმუნებს ქართველ ხალხს, რომ საქართველო უნდა გახდეს მეორე ფრონტი. ნუ, შეუძლია გააგრძელოს მცდელობა ამ მიმართულებით, მაგრამ, მე არა მგონია, რომ ქართველი ხალხი არახამიამ ამაში დაარწმუნოს. ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს მაინც არ უნდა, რომ საქართველო იქცეს მეორე ფრონტად“. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100