სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთს „ძირავენ“: ევროკავშირი ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას საბოლოოდ დათანხმდა

ევროკავშირი თანახმაა, დაიწყოს მოლაპარაკება აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან – ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ენერგეტიკის ევროკომისარზე გიუნტერ ეტინგერზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრი ყველა, 27 სახელმწიფოს სახელით ბაქოსა და აშხაბადთან მოლაპარაკებას ევროკომისია ჩაატარებს. როგორც ირკვევა, ევროკავშირი თავდაპირველად შეთანხმებას ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით გააფორმებს: მას შემდეგ, რაც მას მოიწონებს კავშირის ყველა წევრი–სახელმწიფო.

ტრანსკასპიური გაზსადენი ე.წ. სამხრეთის დერეფნის ნაწილად მოიაზრება. როგორც ევროკავშირი ვარაუდობს, ეს პროექტი შეამცირებს ევროპის ქვეყნების დამოკიდებულებას რუსულ გაზზე. ტრანსკასპიური გაზსადენის მარშრუტი ასეთია: აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთი, მერე კი ნაბუქოს მილსადენით – ევროპა. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის მაისში დაწყებული ნაბუქოს მილსადენის მშენებლობა 2012–დან 2013 წლამდე გადაიდო.

კონსორციუმი Nabucco Gas Pipeline International GmbH უკვე მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, დაიწყოს მოლაპარაკება თურქმენეთთან და აზერბაიჯანთან.

თურქმენეთისთვის, რომელიც ბუნებრივი აირის მარაგის მიხედვით სიდიდით მეოთხეა მსოფლიოში, ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობა სასარგებლოა, რადგან კრიზისთან დაკავშირებით რუსეთმა მკვეთრად შეამცირა ნავთობსაწვავების შესყიდვა აშხაბადისგან. თურქმენეთში დაგეგმილი აქვთ გაზის მოპოვება 2030 წლისთვის 230 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდონ. ამჟამად ეს მაჩვენებელი 70 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100