სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუხრანის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღი გველების ბუდედ იქცა

მუხრანის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა თბილისის მერიას დახმარებისთვის მიმართავს და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას, ან ბალახისა და ბალახეული მცენარეების გადათიბვას ითხოვს. მათი განცხადებით, გველების შიშით ბავშვებს ამავე ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღშიც ვერ უშვებენ, რადგან ბაღის სენობის სათავსოები და ეზო გველების ბუდედაა ქცეული.

"ბავშვები რამდენჯერმე ხელითაც კი წაეტანნენ და აღმზრდელებმა კივილი ატეხეს, რის შემდეგაც მშობლებმა გვერდითა სახლებიდან მოირბინეს და ერთი ბავშვის მამამ თითქმის ორმეტრიანი გველი მოკლა", - იხსენებს დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ციალა გაბრავა. ამ ფაქტის შემდეგ მოსახლეობამ შესაბამისი სამსახური გამოიძახა.

მერიის ქვეწარმავლებთან ბრძოლის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თბილისში შხამიანი გველები არ არიან. "არის ანკარას რამდენიმე სახეობა, მცურავი და გველხოკერა. არცერთი მათგანის კბენა სიცოცხლისთვის საშიში არ არის", - ამბობს იგი.

მერიის სპეცსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ივლისში უკვე 83 გამოძახება დაფიქსირდა და აქედან 50-ჯერ თანამშრომლებმა გველ(ებ)ი დაიჭირეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100