სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლომისობა – მართლმადიდებლური, თუ წარმართულ-სადისტური რიტუალი?!

ფაქტი პირველი: 2015 წლის ლომისობის დღესასწაულზე უამინდობისა და რთული რელიეფის გამო 20-მდე ადამინი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინიტროს საგანგებო სიტუიაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სახალხო დღესასწაულში მონაწილე 19- მა პირმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ადგფილზე ამ დრომდე 40-მდე მაშველია მობილებული.

ფაქტი მეორე: ცნობილმა ბლოგერმა გურამ შეროზიამ, რომელიც ხმაურიანი პოსტებითა და კრიტიკის მოყვარული კალმით გამოირჩევა დღეს ლომისობის დღესასწაულს მისი ბლოგისთვის დამახასიათებელი პოსტი მიუძღვნა.

შეროზიას პოსტს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„რამდენიმე საათის წინ ლომისობის დღესასწაული მომილოცეს.

დამაინტერესა ეკლესიის შეხედულებამ აღნიშნულის თაობაზე, გადავავლე თვალი, ინტერნეტში არსებულ ინფორმაციას და გადავაწყდი შემდეგს:

“ამ ეკლესიას ლომისის წმინდა გიორგი ეწოდება. წმინდა გიორგის ტაძრები ბევრი იყო და დღესაც ბევრია საქართველოში, წარსულში ხომ მთელი წლის განმავლობაში, თითქმის ყოველ დღეს, რომელიმე სოფელში ან ქალაქში აღინიშნებოდა წმ. გიორგის დღესასწაული. მაგრამ არის გამორჩეული ძალისა და მადლის ადგილები და ერთ–ერთი ასეთი ადგილი და სალოცავი არის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. მინდა ვთქვა, რომ შესაწირი, რომელიც მოდის ცხვრის თუ სხვა სახით, როგორც იყო, ისევ დარჩება სოფლისთვის, ჩვენ არავითარ წინაარმდეგობას არ შევუქმნით მათ. მთავარია, წირვა-ლოცვა შესრულდეს, რადგან ეს დიდი მადლია ამ სოფლისათვის და მთელი საქართველოსთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მადლი, რომელიც აქ ტრიალებს ძალიან ძლიერია და ის მოეფინება მთელს საქართველოს“.

სრულიადსაქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგებიდან მის ფონზე, ალბათ ძალიან საინტერესო სანახავია ასობით სისხლში მოსვრილი ადამიანი, დახოცილი ცხვრები, ე.წ. შესაწირი, ბედნიერი ადამიანები და გარშემო მადლი, ბევრი, ბევრი მადლი…

თქვენი აზრით, რელიგიურ რიტუალს უფრო ჰგავს ეს ყველაფერი, თუ კერპთაყვანისმცემლობას?

როგორ ფიქრობთ, როცა ამ ყველაფერს აკეთებთ ბავშვების თვალწინ, რამდენად პოზიტიურ გავლენას ახდენს ეს მათ ფსიქიკაზე, კერძოდ: მათ თვალწინ, სიცილ-ხორხოცით ყელის გამოღადვრა ცხოველებისთვის

სისხლი და ცხოველების ამოხოცვის რიტუალი რამე კავშირშია სიწმინდესთან და უფრო გვაახლოვებს ღმერთთან?

ჩვენს დიდ ნაწილს გვიჭამია ხორცი და ამაში ვერ ვხედავ რამე საგანგაშოს, მაგრამ საშინელებაა (ჩემი გადმოსახედიდან), როცა ცხოველების ამოჟლეტის პროცესს სანახაობად ვაქცევთ და რაც მთავარია, ეს რელიგიური რიტუალია.

მიჩნდება კითხვა, რამდენი თქვენგანია, ამ პოსტის მკითხველთაგან ისეთი, ვისაც ეს სიამოვნებას განიჭებთ და თვლით, რომ ეს ყველაფერი უფლისთვის ხდება და უნდა ხდებოდეს?

და ვინ თვლით, რომ ცხვრების წამების პროცესი არ არის წარმართული რიტუალი და ამაში არის „რაღაც მადლიანი“? გულწრფელად მაინტერესებს, ყოველგვარი ირონიული ქვეტექსტის გარეშე.

მაპატიეთ, მე გული მერევა.“ - წერს შეროზია საკუთარ ბლოგზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100