სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლაში იდეათეკა მოეწყო

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგინებში განათების მხარდაჭრას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ პარტნიორობით „იდეათეკების“ პროექტი გრძელდება. საქართველოს 7 სახვადასხვა რეგიონის 11 საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სივრცეები - იდეათეკები. ამ რიცხვს ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლა შეემატა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე სკოლის 306 მოსწავლეს, იდეათეკის მეშვობით ისეთ საგანმანათლებლო და შემეცნებით რესურსზე და ხელსაწყოებზე მიეცა წვდომა, როგორიცაა: მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, კომპიუტერები, პროექტორები და სხვ.

იდეათეკების მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა, მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდით განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. სივრცე მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ როგორც გაკვეთილების, ასევე ჯგუფური პრეზენტაციების, ონლაინ შეხვედრების თუ სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად გამოიყენება.

„იდეათეკების პროექტი გრძელდება. მოხარული ვართ, რომ მორიგი იდეათეკა ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლას შეემატა. სკოლაში სწავლობენ იძულებით გადაადგილებული მოსწავლეები და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პროექტის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ განათლებას. ახალი იდეათეკა 1,500-ზე მეტ წიგნს, თანამედროვე შემეცნებით ტექნოლოგიებსა და სხვა ხელსაწყოებს აერთინებს, რაც დარწმუნებული ვართ, მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის საგანმანათლებო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და მრავალფეროვანს გახდის. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებშიიდეათეკებისპროექტს უკვე მესამე წელია ვახორციელებთ. ამ დროის მანძილზე 6,000-ზე მეტ მოსწავლეს მიეცა წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსზე. ჩვენი მიზანია, მსგავსი პროექტებითა და ინიციატივებით, საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრ მეტ ახალგაზრდას შევუწყოთ ხელი განვითარებაში, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში და ათვისებაში“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმაიდეათეკებისპროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში იდეათეკები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უკვე 12 საჯარო სკოლაში მოეწყო. 6,000-ზე მეტ მოსწავლე აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს და იქ განთავსებულ რესურსებს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100