„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ 8 მარტის შეთავაზება ქალებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 8 მარტს ქალ მძღოლებს განსაკუთრებულ
აქციებს სთავაზობს.
ქალთა საერთაშორისო დღეს ტოიოტას მფლობელი ქალები
ავტომობილის სავალი ნაწილის შემოწმებას სრულიად უფასოდ შეძლებენ.
უქმე დღეს მათთვის ტოიოტა კომფორტის მომსახურებაც
უფასო იქნება. შეთავაზების ფარგლებში, თქვენს ავტომობილს პერსონალური მენეჯერი სერვისცენტრში
მიიყვანს. დიაგნოსტირების შემდეგ კი სერვისის მრჩეველი გაცნობებთ, რა არის შესაკეთებელი
თქვენს ავტომობილში.
8 მარტს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ქალებს, დამატებით,
ნებისმიერ ავტოსათადარიგო
ნაწილზე, აქსესუარსა და მომსახურებაზე 20%-იან ფასდაკლებასაც
სთავაზობს.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ აქციით სარგებლობისათვის
შესაძლებელია წინასწარ ჩაწერა, ვებგვერდის
ან ქოლცენტრის მეშვეობით, ნომერზე: 2 29 20 00.
კომენტარი