სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ზვიადაური აქ იყო, ტიროდა და თავს ლამის კედლებს ურტყამდა…“ – წინანდალში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მომხდარი სისხლიანი გარჩევისათვის, ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურთან ერთად დაკავებული მეორე პირი, ჯაბა ჯანგირაშვილია. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სწორედ ჯანგირაშვილი იყო ბიზნეს-ინტერესებთან დაკავშირებული საქმის გარჩევისათვის კახეთში ჩასული.

საკითხი, სოფელ წინანდალში სასტუმრო-კოტეჯების მშენებლობას ეხება, სადაც ორივე მხარეს საკუთარი ინტერესები აქვს. ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, ვასილ ცოცხალაშვილმა, რომელსაც ასევე ნიკა კენჭოშვილმა, საპასუხო გასროლით უპასუხა. მისგან განხორციელებული სროლის შედეგად, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე დაიღუპნენ, დაიჭრა ორი ადამიანი, რომლებმაც სტაციონარს თავადვე მიაკითხეს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნიკა კენჭოშვილი სასტუმრო რედისონის თანამშრომელია, თუმცა პერსონალი კენჭოშვილს არ იცნობს და მასთან კავშირს უარყოფს.

„ჩვენც გავიგეთ, რომ თითქოს ჩვენი თანამშრომელია, მაგრამ ასე არ არის. არ ვიცით ვინ არის, ასეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ დასავლეთ საქართველოდანაა. კონკრეტულად, რომელი მუნიციპლიტეტიდან, არ ვიცით“, – თქვა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური ადგილზე იმყოფებოდა და ნიკა კენჭოშვილს, მისი ძმის მიმართულებით გასროლის შემდეგ, საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.

თვითმხილველები „პრაიმტაიმს“ უყვებიან, რომ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ავტომანქანა, რომელშიც უკვე გარდაცვლილი სამი პირი იმყოფებოდა, უცხო პირმა შეიყვანა.

„დაზუსტებით ვერ ვამბობ, მანაქანა ვინ მოიყვანა, ზვიადაური აქ იყო, ტიროდა და თავს ლამის კედლებს ურტყამდა. სამივე გარდაცვლილი იყო. მიცვალებულების განსათავსებელ ოთახში, ადგილიც კი აღარ იყო, რომ ის საწყლები გადაესვენებინათ. დაცხრილულ მანქანას, პოლიცია ფეხდაფეხ მოჰყვა“, – ყვება თვითმხილველი.

გარდაცვლილი ზვიად ზვიადაური ახმეტაში უკვე გადაასვენეს. ახმეტაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული, ვასილ ცოცხლაშვილიც, რომელიც ესპანეთიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა

ზვიადაურებსა და ცოცხალაშვილებს, ერთმანეთთან წლების მეგობრობა აკავშირებთ. ზურაბ ზვიადაური, მეგობრობდა კანონიერ ქურდთან, სერგო ცოცხალაშვილთანაც, რომელიც ამჟამად, პეტერბურგში ცხოვრობს. მისი მიწვევით, ყოფილი დეპუტატი, 2018 წელს, რუსეთშიც იმყოფებოდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლითაა დაწყებული და სპორტსმენი ზურაბ ზვიადაური, დაკავებულია. სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 238- ე მუხლით წაუყენებენ ბრალს, ჯაბა ჯანგირაშვილს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

ორივე დაკავებული კახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. სამართალმცოდნეები არ გამორიცხავენ, რომ ზუარაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდა და მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, საერთოდ არ დადგეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100