სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

PSP ონლაინ აფთიაქი უსწრაფეს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს

PSP ონლაინ აფთიაქი უსწრაფეს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს - ნებისმიერ ადამიანს მარტივად შეუძლია სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტ აფთიაქის მომსახურებით მისთვის საჭირო პროდუქცია შეიძინოს. პროცესი ბევრად მარტივია, ვიდრე თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია წარმოიდგინოს. მიტანის სერვისს WHO (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის) რეკომენდაციების შესაბამისად აღჭურვილი პარტნიორი კურიერი უსწრაფესს დროში ახორციელებს.

"PSP-მ პირველმა დანერგა ინტერნეტ აფთიაქი https://psponline.ge 2007 წელს და მუდიმავად ვმუშაობთ მის გაუმჯობესებაზე; 2017 წლიდან განახლებული ინტერნეტ-აფთიაქი ემსახურება მომხმარებელს. ბოლო პერიოდის აქტუალობის გათვალისწინებით, მაქსიმალურად დავხვეწეთ სააფთიაქო პროდუქციაზე მომხმარებლის მოთხოვნის დისტანციურად დაკმაყოფილების პროცესი. დღეს მომსახურება სრულად ფარავს დედაქალაქს; პარალელურად ვმუშაობთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ყველა რეგიონის მოსახლეობას შევთავაზოთ იგივე სერვისი.“- აცხადებენ PSP-ში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100