სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

18 ნოემბრის აქციისას დაკავებული ყველა პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ყველა პირი, ჯამში 36 ადამიანი გაათავისუფლა. მათი სასამართლო პროცესი 13:00 საათიდან სხვადასხვა დროს გაიმართება.

კერძოდ, გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხზე სასამართლო დღეს 13:00 საათზე იმსჯელებს.

6 პირის - ელგუჯა ბაგრატიონის, გურამ მჭედლიშვილის, ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი ბუნტურისა და ლუკა ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი 20 ნოემბერს, 13:30 საათზე ჩატარდება. ხოლო ირაკლი ჩიხრაძის, ლევან გორგაძის, ხვიჩა ბიწაძის, რევაზ ნიჟარაძის, დავით ბერუაშვილის, პაატა მანჯგალაძის, ნოე ლაშხისა და გოჩა მჟავანაძის სასამართლო პროცესი 20 ნოემბერს, 14:30 საათზე გაიმართება.

ასევე, 18 ივნისის აქციაზე დაკავებულები თორნიკე ჩაჩანიძე, ირაკლი ფავლენიშვილის, ვლადიმერ ვართანოვი, გიორგი კოპალიანი, შოთა მათითაიშვილი, ირაკლი მაისურაძე, ბესიკ ლიპარტელიანი, ალექსანდრე ლიპარტია, გიორგი მონავარდისაშვილი, დავით გეგიაძე, მიხეილ კაკაურიძე, დაჩი იმედაძე, ლევან ნოზაძე, გიორგი ეკიზაშვილი, ალექსანდრე ნაცარაშვილი, იმედა კლდიაშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. .

სასამართლომ ასევე იმსჯელა "გირჩის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საკითხზეც, რომელიც ხელწერილით იყო გათავისუფლებული ადმინისტრაციული პატიმრობიდან. მის საკითხზე მსჯელობა, დღეს, 17:50 საათზე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ პირველი 20 პირის საკითხზე მსჯელობის შემდეგ, 17 დაკავებულის ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა ცალ-ცალკე იმსჯელა და პროცესები 20 ნოემბერს, 5-5 წუთიანი შუალედებით ჩანიშნა.

ყველა აქტივისტი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა და მათ დარბაზი დატოვეს. აქტივისტების გათავისუფლებას დარბაზში მყოფი მათი ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები ტაშით და შეძახილებით -"შეცვალე" ხვდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირი იყო დაკავებული, აქედან ერთი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გუშინვე გაათავისუფლდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100