სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერნეტში გავრცელებულ მედვედევის სკანდალურ ფოტოებზე კომენტარი უმაღლეს დონეზე გაკეთდა

„გაზეტა.რუ“ იუწყება, რომ ინტერნეტში გამოქვეყნებული დიმიტრი მედვედევისა და ვლადიმირ პუტინის ფოტოების, ასევე იმ სკანდალური ვიდეოს საიდუმლო, სადაც თითქოსდა მედვედევის დაცვის ყოფილი წევრი საუბრობს, ამოხსნილია.

გამოცემის ცნობით, ფოტოები ყალბია და ბრიტანელი მხატვრის, მარკ პატელის ფოტოგამოფენის „მზერა რუსული დემოკრატიისკენ“ ვირუსულ რეკლამას წარმოადგენს.

ამასთან, კრემლი იძულებული გახდა, სკანდალურ ვიდეორგოლსა და ფოტოებზე კომენტარი უმაღლეს დონეზე გაეკეთებინა: რუსეთის ფედერალური სახელმწიფო დაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი დევიატოვმა „არასწორი“ უწოდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უწყების რომელიმე თანამშრომელს შეეძლო პრეზიდენტის არაფორმალურ გარემოში გადაღება.

შეგახსენებთ, რომ სკანდალური ვიდეორგოლისა და ფოტოების შესახებ ინფორმაცია დღეს ამ ბმულზე „დრონი.ჯი“-მაც გამოაქვეყნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100