ბერლუსკონი „მილანს“ ყიდის?
იტალიის პრემიერ–მინისტრ სილვიო ბერლუსკონის პრობლემები არ ელევა. ბერლუსკონის ბიზნესი იტალიაში, მის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე მიდის. იტალიის პრემიერ–მინისტრი ამავდროულად „მილანის“ მფლობელიცაა. დღეს კი მას საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებთან და პერსონალთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი, რომელზეც, შესაძლოა, ფუნქციონერმა მილანის საკონტროლო პაკეტის გაყიდვაზე გააკეთოს განცხადება. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ვებ გვერდზეა განთავსებული. გასულ შაბათს მილანის სასამართლომ ბერლუსკონის ჰოლდინგს „ფინინვესტი“ კომპანიისთვის „ჩირი“ 560 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილების მიზეზად ჰოლდინგის მიერ არაკეთილსინდისიერი გზით გამოცემაზე „მონდადორი“ კონტროლის დაწესება დასახელდა. სწორედ ამის შემდეგ გაზეთმა „ლა რეპუბლიკა“–მ გაავრცელა ბერლუსკონის განცხადება რომ იგი მზადაა გაყიდოს „როსო ნეროს” აქციების 51 პროცენტი.
კომენტარი