“ნაღმის” პირველი შეფასებები
სარკე სტუდიის გადაღებული ფილმი “ნაღმის” დახურული ჩვენება 20 ოქტომბერს, კინოთეატრ ამირანში გაიმართა. სარკე სტუდიის გადაღებულ მძაფრსიუჟეტიან თრილერს განსხვავებული შეფასებები მოყვა.
ფილმში კოტე თოლორდავა მოძალადე ქართველ მონადირეს განასახიერებს, რომელიც უცხოელებზე ძალადობს, სწორედ ქართველის ცუდ როლში გამოყვანამ გამოიწვია მაყურებლის განსხვავებული შეფასება.
დადებითი და უარყოფითი აზრის მიუხედავად საერთო შეფასება, რომ ფილმი ახალი სიტყვაა ქართულ კინომატოგრაფიაში, და ის, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება მსგავსი ჟანრის ფილმები ყველამ აღნიშნა.
როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ პირველი ნაბიჯები გადადგმულია, და მაყურებელიც, რომელსაც აინტერესებს, როგორია ქართული თრილერი ფილმის ნახვას 23 ოქტომბრიდან შეძლებს, ფილმის შემქმნელები კი თავიანთ მაყურებელს ფილმის შეფასებას და აზრის დაფიქსირებას facebook-ის საშუალებით თხოვენ, რათა მომავალ პროექტებში გაითვალისწინონ მათი რჩევები.
კომენტარი