სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იგეგმება თუ არა თბილისში ვერტმფრენებით ჰაერის შეწამვლა

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს დღეს, 23.00-დან 05:00 საათამდე თბილისში ვერტმფრენებით ჰაერის შეწამვლა იგეგმება.

მანანა თოქმაჯიშვილი Facebook-ის გვერდზე წერს, რომ ვერტმფრენებით დეზინფექციის ჩატარების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი და ცუდ დროს შერჩეული უკბილო ხუმრობაა.

„მეგობრებო, არც ჩვენ, არც ჩვენს ქალაქს და არც თქვენს სარეცხს არაფერი ემუქრება. დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გვაწვდიან და პანიკის გარეშე, მშვიდად გადავატაროთ ეს რთული დღეები.

რაც შეეხება ვერტმფრენით დეზინფექციის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ვირუსულად ვრცელდება სოცქსელებში, რასაკვირველია, არის ტყუილი და ჩემი აზრით, ძალიან ცუდ დროს შერჩეული უკბილო ხუმრობა (იმედი მაქვს ბოროტი განზრახვა არ ჰქონია ავტორს).

აქვე ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ თბილისის მერია ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს დეზინფექციას ავტობუსებში, მეტროსადგურებში, მეტროს ვაგონებში, სერვისცენტრებში, უფასო სასადილოებში და ასე შემდეგ... სრულდება ყველა მითითება და რეკომენდაცია, რასაც საკოორდინაციო საბჭო გასცემს.

მშვიდობიან ღამეს და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!" - წერს თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100