სალომე კორკოტაშვილის მსოფლიო დონის გამარჯვება და ნიჭიერი მომღერლის "ამერიკული" მომავალი
სალომე კორკოტაშვილმა მსოფლიო მასშტაბით დიდ წარმატებას მიაღწია, მისმა სიმღერამ „I Know You Know Me“ 100-ზე მეტ მუსიკალურ კომპოზიციაში გაიმარჯვა. მომღერალი ასევე 22 მაისს მიემგზავრება ამერიკაში. წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ სალომე კორკოტაშვილმა დრონი.ჯი-სთან ისაუბრა:
სალომე კორკოტაშვილი: გავიმარჯვეეე!!!! 100-ზე მეტ მუსიკოსში ამარჩიეს....ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს კონკურსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ, ეს ადამინები პრომოუშენს გაუკეთებენ რადიოებიში, ინტერნეტ-ნეთვორქებში ჩემს შემოქმედებას. ისინი ეხმარებიან არტისტებს, რომლებსაც გაფორმებული არ აქვთ ჯერ კონტრაქტები დიდ ლეიბლებთან. ესენი არიან ლოსანჯელესში, ნიუ-იორკში, ლონდონსა და ნეშვილში. ეს არის გამარჯვების ერთი ეტაპი, ამის შემდეგ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, რომ თავად შემომთავაზონ ინტერვიუები.
რაც შეეხება ფესტივალს - 22 ივნისს მივდივარ ამერიკაში “the band boocamp“-ზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ ნიჭიერი მუსიკოსები და ამ ფესტიალის მიზანია, აღმოაჩნონ ტალანტები და დაეხმარონ მათ გახდნენ ცნობილები. იქ, ის მუსიკალური ინდუსტრიის წევრები იქნებიან, რომლებიც მუშაობდნენ Beyoncé-თან Guns N' Roses-თან და Tyler swift-თან ერთად. დავუკრავ ქართველ მუსიკოს სოსო გელოვანთან და Jongkuk Kim-თან ერთად ... მექნება ინტერვიუები სხვადასხვა ჟურნალისტებთან და უნდათ რომ ვიმღერო რამოდენიმე სიმღერა ფორტეპიანოს თანხლებით. რაც შეეხება დაფინანსებას, მიფინანსებენ საქართველოდან ნახევარ თანხას და ნახევარი სპონსორებთან უნდა მოვიძიო. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს ფესტივალი, იმიტომ, რომ ძალიან დიდი საშუალებაა იმისა, რომ საქართველო კარგად წარვაჩინო და შემდეგ უკვე სერიოზულ ხალხთან მომიწევს მუშაობა, რომლებიც დამეხმარებიან, თავი დავიმკვიდრო ამერიკაში. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია.
ფესტივალის შესახებ უფრო ვრცლად გაიგეთ ლინკზე
კომენტარი