როგორი ფეხსაცმელი იქნება მოდაში 2015 წლის გაზაფხულზე?
2015 წლის გაზაფხული მაღალი წუსლების სეზონია. დიზაინერებმა და მოდის ექსპერტებმა ამ პერიოდში მოდურობის მთავარ ატრიბუტად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი დაასახელეს.
სასიამოვნო სიახლე გახავთ ის, რომ ეს ფაქტი მრავალფეროვნების საშუალებას არ წაგართმევთ, რადგან მოდაში იქნება ყველანაირი ფორმისა და სტილის ქუსლი, მთავარია იყოს მაღალი.
საკუთარ საგაზაფხულო კოლექციებში მაღალი ქუსლი უკვე შეიტანეს Louis Vuitton-მა, Christian Dior-მა, Prada-მ, Altuzarra-მ და სხვა წამყვანმა ბრენდებმა.
აღსანიშნავია, რომ მაღალ ქუსლთან ერთად 2015 წლის გაზაფხულის მოდის კიდევ ერთი თავისებურება იქნება 70-იანების დაბრუნება, მაგალითად შლაქსი ჯინსები, რომლებიც წელს ტენდენციური გახდება.
კომენტარი