შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული მარია მ. დააკავეს.
გამოძიებამ
დაადგინა,
რომ მარია მ. საქართველოში
ბელორუსია-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად 27,2471 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით 13,6684 გრ მეტადონს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს).
კომენტარი