მარნეულში 2 წლის ბავშვს, სავარაუდოდ, აგური დაეცა და გარდაიცვალა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, 2 წლის ბავშვს, სავარაუდოდ, აგური დაეცა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა არასრულწლოვანის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
კომენტარი