სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ პარლამენტარ ომარ ნიშნიანიძეს ს**ი უწოდა

ცნობილი სირი, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიძინას სიტყვები ჰქონდა შეტანილი კურიკულუმში და ტელევიზიით ინიცირებდა პორტის აშენებას ქუთაისში. ჯერ ამით არის ისტორიაში შესული.„ - ასე შეაფასა ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ომარ ნიშნიანიძის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მისამართით გაკეთებული არაკორექტულ განცხადებები.

შეგახსენებთ, რომ ნიშნიანიძის თქმით, ოპოზიციონერ კოლეგებს ბილობილი და დიდი ცოცხი სჭირდებათ.

"თუ გგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობას სჭირს სკლეროზი, ძალიან ცდებით. ეს თქვენ უფრო გჭირთ სკლეროზი. ჩემი წინადადებაა, იქნებ ჩემი ხელფასის ხარჯზე ერთი პარტია "ბილობილი" შემოვიტანოთ და ვასვათ ამათ. ნებით არ მიიღებენ, მაგრამ გავაღებინოთ პირი და ჩავუდოთ პირში. ერთი კარგი დიდი ცოცხი მართლა საჭიროა. მაგ საქმისთვის არა, თქვენ რომ გაიფიქრეთ. დიდი ცოცხი საჭიროა იმისათვის, რომ თქვენ ჩაგცოცხოთ მართლაც, როგორც თავის დროზე მოსახლეობის საუკეთესო ნაწილი ჩაცოცხეთ. თქვენ ხართ თვით პოლიტიკურ სანაგვეზე გადასაყრელი და ჩასაცოცხი, ჩემო კარგებო", - განაცხადა ნიშნიანიძემ.

ნიშნიანიძის განცხადებით, უკრაინელებს ნაციონალური მოძრაობის რჩევები არ სჭირდებათ. "ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდა", - მიმართა ოპოზიციას ნიშნიანიძემ.

ნიშნიანიძის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობამ ტაშით უპასუხა. ნიშნიანიძეს უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა:

"მე მგონი, ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული ფაქტობრივი უმრავლესობის ლიდერი, გენიოსი ნიშნიანიძე კიდევ ვერ მიხვდა, რომ ცარიელი ადგილია და მას არავინ უსმენს, ამიტომ ტყუილად იჭაჭება ამ ოთხშაბათის გამოსვლებში", - განაცხადა მინაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100