სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი, მიმდინარე წლის 1 ივლისს გამოცხადდა

თბილისის მერიაში, არქეოლოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, საბჭოს წევრებმა არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსის შედეგად მიღებული პროექტები განიხილეს და არქეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.

არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი, მიმდინარე წლის 1 ივლისს გამოცხადდა. დაინტერესებულ პირებს შესაბამისი პროექტების წარსადგენად 1 კვირა მიეცათ.

საბჭოს წევრებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არქეოლოგიურ სამუშაოებში ჩაერთვებიან სტუდენტებიც, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

თბილისის არქეოლოგიური საბჭო 9 ივნისს დაარსდა. საბჭო 14 წევრისგან შედგება, მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100