სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცხოური მედიის მიერ ახალი მთავრობის კრიტიკამ სალომე ზურაბიშვილი შეაშფოთა

„მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი ლობისტური კონტაქტები“ - ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, დღეს კი სალომე ზურაბიშილმა ფაქტობრივად, მისი აზრი გაიმეორა, როცა „ფეისბუქის“ საკუთარ კედელზე სააკაშვილის მიერ ახალი ლობისტური ფირმების დაქირავება ახსენა. ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილმა უცხოური მედიის კუთხით უფრო მეტი უნდა იმუშაოს და შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ახალი მთავრობის იმიჯზე, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს სტატიებმა, რომლებიც უხოურ მედიაში ქვეყნდება.

Salome Zourabichvili

ფრანგული პრესა აჭრელებულია ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლების მწვავე კრიტიკით .... ალბად დროა მიხედვისა...

ნაცებს სხვა საქმე არა აქვთ და ამ საქმეს გულმოდგინებით ეკიდებიან: ეხლახან ახალი ლობისტური ფირმა შექმენს თუ დაიქირავეს ... ამაზე ცხადია საელჩო არც რეაქციას იძლევა არც თბილისს ატყობინებს....


შეიძლება ვინმე ფიქრობდეს რომ ეს უმნიშვნელოა მაგრამ ეს უარყოფით სურათის შექმნაა რომელიც საქართველოსთვის უფრო საყურადღებოა ვიდრე სტრასბურგში ცეკვა თამაში... ანუ ჩვენი ქვეყნის და ახალი მთავრობის დემოკრატიულობის ეჭვის ქვეშ დაყენება...

იგივე მიმდინარეობს ყველგან. სააკაშვილს ემსახურებიან ადგილზე დღეს კიდევ მყოფნი ელჩები და ახალი თუ ძველი ლობიისტები და ახალ ხელისუფლებას კი არავინ არც იცავს ... უცხო პრესას ყურადღებასაც არ ვაქცევთ ვითომც არარსებობდეს როცა ესენი (ნაცები) კი მთელ ენერგიას აქით ხარჯავენ....

რატომ არავინ არ უხსნის ივანიშვილს რომ ძველი ელჩები ეხლავე მოსაშორებელია და უცხოეთში მისი პიროვნება და პოლიტიკა წარმოსაჩენია?????????? ეს უცოდინარობაა თუ დივერსია???

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100