ავთანდილ ცინცაძე დიდი დიღმის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე დიდი დიღმის პირველი და მესამე მიკრორაიონების მოსახლეობას შეხვდა და მათ პროგრამული ხედვების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მოქალაქეებმა მაჟორიტარობის კანდიდატთან უბნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, განსაკუთრებით კი ხაზი გაუსვეს საბავშვო ბაღისა და სკვერების საჭიროებას.
ავთანდილ ცინცაძის თქმით, საკრებულოს დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, აღნიშნული საკითხების მოგვარებაზე იზრუნებს.
„დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, მე ვიქნები შუამავალი თქვენსა და ქალაქის თვითმმართველობას შორის. ჩემი ამოცანაა, თქვენთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით შევუდგე იმ საკითხების მოგვარებას, რომელიც თქვენ გამიზიარეთ“ - განუცხადა მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატმა.
კომენტარი