25 დაღუპული, მათ შორის 2 ბავში, 5 ადამიანი მანქანაში დაიწვა - უმძიმესი ამბები დნეპროპეტროვსკიდან
დნეპროპეტროვსკის ოლქში ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია.
ჯამში ჩაპლინოს დასახლებისა და რკინიგზის სადგურის მიმართულებით რუსეთმა 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
"ჩაპლინო ჩვენი დღევანდელი ტკივილია. ამ დროისთვის 25 დაღუპულია, მათგან ხუთი ადამიანი მანქანაში დაიწვა, დაიღუპა 11 წლის მოზარდი, რუსულმა რაკეტამ მისი სახლი გაანადგურა", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, ღამე რეგიონში უკიდურესად რთული იყო მუდმივი თავდასხმებითა და მსხვერპლით. ოკუპანტებმა დაბომბეს 4 რაიონი - სინელნიკოვსკი, ნიკოპოლი, კრივოროჟსკი და დნეპროვსკი.
"სიმხეცე" - ასე გამოეხმაურაა ჩაპლინოს რკინიგზის სადგურის დაბომბვას ენტონი ბლინკენი.
კომენტარი