სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მუშაობის ახალ მოდელზე გადადის

16 მარტი, 2020- საქართველოს ბანკი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, იმისათვის რომ თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირებას შევუწყოთ ხელი, ნახევრადდისტანციურ მუშაობის მოდელზე გადადის.

საქართველოს ბანკი ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და მთავრობის რეკომენდაციებს. პასუხისმგებლიანი ბიზნესის პოლიტიკის ფარგლებში ნახევრადდისტანციურ მუშაობის მოდელზე გადავა საქართველოს ბანკის სათავო ოფისიც.

როგორც ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ემსახურება 2,5 მილიონზე მეტ მომხმარებელს და დასაქმებული ყავს 8000 მდე ადამიანი, ვითვალისწინებთ ჩვენს პასუხისმგებლობას როგორც ჩვენი თანამშრომლების, ასევე მომხმარებლის წინაშე.

ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად უმნიშვნელოვანესია მაქსიმალურად შევამციროთ პირისპირი და არააუცილებელი ინტერაქციები. ამ მიზნით საქართველოს ბანკის ბარათის მფლობელ ფიზიკურ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, ორი თვის განმავლობაში, დისტანციური არხებით - მობილბანკით და ინტერნეტბანკით ტრანზაქციები საკომისიოს გარეშე განახორციელონ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ბანკის ყველა ექსპრეს სერვისცენტრი (მეტროში განთავსებული და 24-საათიანი ფილიალების გარდა) გადავა თვითმომსახურების მოდელზე რაც ნიშნავს, რომ ხელმისაწვდომი იქნება სწრაფი ჩარიცხვის აპარატები და ბანკომატები, რომელიც დღეში სამჯერ, სველი წესით მუშავდება. ასევე, მოხდება კადრების გადანაწილება SOLO-, საცალო და კორპორატიული მომსახურების მიმართულებით.

ნახევრადდისტანციური შრომის მოდელზე გადასვლა უკავშირდება ბიზნესის უწყვეტობის სამოქმედო გეგმას. იმისათვის რომ მომხმარებელმა სერვისებით შეუფერხებლად ისარგებლოს, ცხელი ხაზი 24 საათიან, გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებს“,- აცხადებენ ბანკში.

ერთად ყველაფერი შეგვიძლია

ერთად შესაძლებლობები უსაზღვროა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100