სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველმა მოდელმა გოგომ შეყვარებულს ხელი სთხოვა

ყველა ქვეყანაში ტრადიციის შესაბამისად გოგოს ხელს ყოველთვის ბიჭი თხოვს. თუმცა არსებობს იშვიათი გამონაკლისებიც და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა თბილისში მოხდა. ქართველმა მოდელმა ნათია ჩიქოვანმა შეყვარებულს ხელი თხოვა და ქორწინების შეთავაზებაზე თანხმობაც მიიღო.

აი რას წერს ლამაზმანი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

"მე და ლუკა 2 წელია რაც ერთად ვცხოვრობთ. ერთად ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა ორი ადამიანის ურთიერთობის გამოსაცდელად და იმ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მისაღებად რომელსაც დაქორწინება ჰქვია. ჩვენ ეს ეტაპი გადავლახეთ და მივხვდით, რომ მუდამ ერთად ყოფნა გვინდა.

ვერასდროს ვხვდებოდი გოგოები, რომლებსაც დაქორწინება უნდათ რატომ ელოდებიან ბიჭებს, როდის გადაწყვეტენ ისინი "ხელის თხოვნას", რომ მათ უბრალოდ თქვან დიახ.. დამიჯერეთ მეორე მხარეს ყოფნა ბევრად უფრო ამაღელვებელია. ამიტომაც მე დღეს ლუკას დაქორწინება ვთხოვე. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს უსაყვარლეს მეგობრებს, რომლებიც დღეს ჩვენს გვერდით იყვნენ.

P.S. HE SAID YES ", - წერს მოდელი და ფოტოს აქვეყნებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100